დღეს, 4 ოქტომბერს, ბათუმთან ახლოს ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი გემის სანაპირომდე გამოყვანას ცდილობენ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პრესცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ერთ-ერთი თურქული კომპანიის გემია ეკიპაჟის გარეშე დარჩა და საქართველოს ტერიტორიულ წყლებში დინებით შემოვიდა.
„ბათუმის სიახლოვეს დაფიქსირდა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული კომპანიის გემი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ წყლებში დინებით შემოვიდა. გემი იდენტიფიცირებულია და შესაბამისი უწყებები მოქმედებენ კოორდინირებულ რეჟიმში.
ადგილზე იმყოფება კომპეტენტური ორგანოები, ასევე მიმდინარეობს გემის ბუქსირების და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის ღონისძიებები, თურქულ მხარესთან კოორდინაციით,“ – მოგვწერეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.
ჯერ უცნობია, როგორ აღმოჩნდა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში.