სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს.

უწყების ცნობით, არაგეგმური ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა შემდეგ ობიექტებში:

  • ი/მ „ნ. მ.“ – სასადილო (ქობულეთი, რუსთაველის II ჩიხი, N13);
  • ი/მ „ა. ნ.“ – სასადილო (ქობულეთი, თავისუფლების ქ. #26);
  • ი/მ „მ. გ.“ – კაფე-ბარი (ქობულეთი, აღმაშენებლის ქ. #376ბ).

შემოწმებისას ობიექტებზე ასევე დაფიქსირდა ეტიკეტირების წესების დარღვევა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონა – წერს სააგენტო.

გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version