უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 4 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 451 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 240. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
- ტანკი – 12 237 ერთეული [+5]
- ჯავშანტექნიკა – 25 079 ერთეული [+4]
- საარტილერიო სისტემა – 47 331 ერთეული [+55]
- MLRS – 2 000 ერთეული [+4]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 538 ერთეული [+5]
- თვითმფრინავი – 439 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 442 740 ერთეული [+1 792]
- სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 124 ერთეული [+12]
- გემი/ნავი – 34 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 129 817 ერთეული [+379]
- სპეცტექნიკა – 4 492 ერთეული [+0]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 007 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 670 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
- 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
- მოსკოვის რეგიონში უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სანქტ-პეტერბურგთან ახლოს მდებარე Wildberries-ის საწყობზეც იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.
რუსეთში, „ვაილდბერისის“ საწყობებში ისევ ხანძარია დრონების თავდასხმის შემდეგ