საქართველოში 22.5 ათასი ექიმი და 21.3 ათასი საექთნო პერსონალია – ასეთია საქსტატის უახლესი მონაცემები, რომელიც 2025 წელს მოიცავს.
სტატისტიკური ინფორმაცია ცხადად აჩვენებს, რომ საქართველოში კვლავ საექთნო პერსონალის დეფიციტია.
ეს პრობლემა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში წლებია შეინიშნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებში ერთ ექიმზე, საშუალოდ, 2-3 ექთანი მოდის; საქართველოში – ერთ ექიმზე ერთი ექთანიც კი არა.
კიდევ ერთი პრობლემა ექთნების ასაკია. სახელმწიფო აუდიტის მიერ 2024 წელს მომზადებული დოკუმენტის თანახმად, აქტიური ექთნების ასაკობრივ ჭრილში ანალიზის მიხედვით, სისტემაში არსებული ექთნების 37.5 პროცენტი 51-50 წელს გადაცილებულია, რაც ნიშნავს, რომ ექთნების მნიშვნელოვანი საპენსიო ასაკს უახლოვდება და მოხდება მათი სამუშაო ბაზრიდან გადინება.
ჯანდაცვის, ზრუნვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირის – „სოლიდარობის ქსელის“ თანახმად, საქართველოში ექთნების დეფიციტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დაბალი ანაზღაურებაა.
ამავე თემაზე:
ექთნების 50%-ზე მეტი 50 წელს გადაცილებული ან საპენსიო ასაკისაა – საქართველო