შს სამინისტროს ცნობით, ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

„დაკავებული მამაკაცი ტაჯიკეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე, თაღლითობის ბრალდებით  იძებნებოდა“ – წერს შსს.

უწყების ცნობით, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

___________

ფოტო: კადრი შსს-ს ვიდეომასალიდან

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version