18 თებერვალს, გვიან ღამით, ჩაქვში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ეკალ-ბარდებს მოედო, ძლიერმა ქარმა კი გავრცელებას შეუწყო ხელი.

ხანძარი გავრცელდა ქობულეთის შემოვლითი გზის მიმდებარედაც.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, მხოლოდ ეკალ-ბარდი დაიწვა.

 

Exit mobile version