გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 იანვრის 21 საათიდან 5 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
- დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
- ღამით: 2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო
მთიან მუნიციპალიტეტებში:
- დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
- ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა
მაღალმთიან ზონაში:
- დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
ღამით: 10 – 15 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +12 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში 6-7 იანვარს მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
____________
ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან