გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით.

„შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მთიან რაიონებში – ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული. 29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ელჭექი, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში – ზვავსაშიშროება“ – წერს სააგენტო.

უწყების ცნობით, დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ მოსალოდნელმა ნალექმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს და საფრთხის დონეს აფასებს, როგორც „საშუალოს“.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version