უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 23 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 045 220 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970]
- ტანკი – 11 041 ერთეული [+3]
- ჯავშანტექნიკა – 23 037 ერთეული [+2]
- საარტილერიო სისტემა – 30 722 ერთეული [+42]
- MLRS – 1 446 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 199 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 47 552 ერთეული [+115]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 533 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 56 041 ერთეული [+88]
- სპეცტექნიკა – 3 935 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 664 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 71 722 უპილოტო საფრენი აპარატი
- 622 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 24 297 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 577 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 27 710 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 38 560 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ხომალდებს ახალი სანქციები დაუწესა