უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 044 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 090]
- ტანკი – 11 038 ერთეული [+1]
- ჯავშანტექნიკა – 23 035 ერთეული [+7]
- საარტილერიო სისტემა – 30 680 ერთეული [+43]
- MLRS – 1 445 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 199 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 47 437 ერთეული [+256]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 533 ერთეული [+18]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 55 953 ერთეული [+94]
- სპეცტექნიკა – 3 935 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 664 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 71 722 უპილოტო საფრენი აპარატი
- 622 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 24 297 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 577 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 27 710 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 38 560 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ხომალდებს ახალი სანქციები დაუწესა