უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 20 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 041 990 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 040]
- ტანკი – 11 035 ერთეული [+3]
- ჯავშანტექნიკა – 23 021 ერთეული [+9]
- საარტილერიო სისტემა – 30 583 ერთეული [+52]
- MLRS – 1 443 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 198 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 46 982 ერთეული [+270]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 515 ერთეული [+23]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 55 727 ერთეული [+121]
- სპეცტექნიკა – 3 932 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 664 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 70 702 უპილოტო საფრენი აპარატი
- 619 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 24 249 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 577 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 27 576 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 38 402 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე: