ხულო-გოდერძის გზაზე დღეს ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)- ახალციხის საავტომობილო გზის მე-100 კილომეტრზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო, 2024 წლის 15 ივლისის 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება.

„შეზღუდვის პერიოდში ავტომობილების გატარება მოხდება ეტაპობრივად“ – აცხადებს გზების დეპარტამენტი.

ხულო-გოდერძის გზაზე ასფალტის საფარს აგებენ.

ამავე თემაზე ვრცლად:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

 

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version