ხულოში, ხიხაძირი – კალოთას დამაკავშირებელ გზაზე ავტოავარიას მოზარდი ემსხვერპლა.

ავარიის შედეგად კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევა დღეს, 5 ივლისს მოხდა.

“ბათუმელების” ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა.

დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად.

Exit mobile version