დღეს, 22 მაისს, ბათუმის აეროპორტში სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ვერ დაჯდა.

თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში დაფრენას ამ წუთებშიც [21:00 სთ.] ცდილობს.

„ბათუმელებთან“ ინფორმირებულმა პირმა განაცხადა, რომ ამის მიზეზი მეტეოროლოგიური პირობები, კონკრეტულად კი ქარია.

ინფორმაცია განახლდება.

განახლება: თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში დაახლოებით 21:18 საათზე დაჯდა.

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version