ბათუმის მერიის ინფორმაციით, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა წერეთლისა და ბაქოს ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში.

შეზღუდვის გამო, მუნიციპალური ავტობუსი #1 შავშეთისა და მაიაკოვსკის ქუჩების ნაცვლად იმოძრავებს ბაქოსა და ნონეშვილის ქუჩების გავლით.  # 1ა ავტობუსი მაიაკოვსკისა და შავშეთის ქუჩების ნაცვლად იმოძრავებს გოგოლის, ნონეშვილისა და ბაქოს ქუჩებით.

#8 და #4 ავტობუსები უკუმიმართულებისას მაიაკოვსკისა და შავშეთის ქუჩების ნაცვლად იმოძრავებს მაიაკოვსკისა და წერეთლის ქუჩებით.

#15 ავტობუსი შავშეთისა და მაიაკოვსკის ქუჩების ნაცვლად იმოძრავებს ნონეშვილისა და ბაქოს ქუჩებით.

შეზღუდვა ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

მერიის განმარტებით, შეზღუდვა შავშეთის ქუჩის სანიაღვრე კოლექტორის მოწყობის სამუშაოებს უკავშირდება.

Exit mobile version