გადაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საფასური – 39 761 ლარი,  კომპანიამ  შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში უნდა გადაიხადოს.

ამ ნაკვეთებიდან 19 724 კვ/მ მდებარეობს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში, 200 კვ/მ – ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიაკონიძეებში, ხოლო 664 კვ/მ – ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფაჩხაში.

როგორც მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული „ამ უძრავი ქონების გამოყენება საქართველოს მთავრობას, CLEAN ENERGY INVEST AS-სა და შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის 2011 წლის 10 ივნისს გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული „I სეგმენტის ჰიდროელექტროსადგურების“ (შუახევიას და სხალთის ჰიდროელექტროსადგურების), ამავე შეთანხმებით დადგენილი პირობების შესაბამისად, აშენებისა და ექსპლუატაციაში მიღების მიზნით უნდა მოხდეს“.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Exit mobile version