
მინისტრები ქედის მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მუნიციპალიტეტების პარალელურად აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მიმდინარე წლის პროგრამების პრეზენტაციას სამედიცინო დაწესებულებებშიც მართავს.
დღეს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ამოქმედებული პროგრამები აჭარის ონკოლოგიის ცენტრის სამედიცინო პერსონალს მინისტრის მოადგილემ ზურაბ თენიეშვილმა, ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსმა მანანა ფაღავამ და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლელა სურმანიძემ გააცნეს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2015 წელს ჯანმრთელობის დაცვის 7 და სოციალური დაცვის 10 პროგრამას ახორციელებს.

მედიკოსებს დაურიგდათ სამინისტროს პროგრამების შესახებ დამზადებული საინფორმაციო მასალები.
