სიახლეები

ომბუდსმენის რეკომენდაცია, მინისტრის ანგარიში და ბავშვთა ძალადობის სტატისტიკა

11.02.2015
ომბუდსმენის რეკომენდაცია, მინისტრის ანგარიში და ბავშვთა ძალადობის სტატისტიკა

 

კითხვები უკვე დასვეს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, მისმა მოადგილეებმა და სახალხო დამცველის ბავშთა ცენტრის ხელმძღვანელმა მაია გედევანიშვილმა.


მაია გედევანიშვილმა, რომელსაც ხელში დოკუმენტი ეჭირა, განაცხადა, რომ გასულ წელს  ბავშვთა ძალადობის  65 შემთხვევა დაფიქსირდა [ძალადობის ან სავარაუდო ძალადობის]. ეს სტატისტიკა ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურმა მუშაკებმა პოლიციის სატელეფონო თუ წერილობითი შეტყობინებით მიიღეს: „ჩვენ წელიწადნახევარია დავდივართ რეგიონებში, სოციალური მუშაკების 80% გადამზადებულია, თუმცა ეს არაა საკმარისი“, – უთხრა მაია გედევანიშვილმა მინისტრის მოადგილეს. მისი აზრით, სოციალური მუშაკების [რომლებიც  ძალადობაზე მუშაობენ] მოტივაცია, პასუხისმგებლობა და კვალიფიკაცია გასაზრდელია.

 

მაია გედევანიშვილმა ახსენა ხულო, მაღალმთიან რეგიონებში მდებარე ძნელად მიუვალი სოფლები და ითხოვა სოციალური მუშაკებისთვის მაღალი გამავლობის მანქანებით სარგებლობის შესაძლებლობა: „ცაშია გამოკიდული ზოგიერთი სოფელი,  შესაძლოა ფეხითაც  ვერ მიხვიდე, ამ ადამიანს სჭირდება მანქანა“…

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ წელს გაიზრდება სოციალური მუშაკის უფლება. პროექტის მიხედვით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სოციალურ მუშაკს ბავშვის ოჯახიდან გაყვანის უფლება მიენიჭება. მისივე განმარტებით, საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანა ინიცირებულია და მთავრობაში განსახილველად უკვე წარდგენილია.


წელს, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, იზრდება სოციალური მუშაკების რაოდენობაც [93 სოციალური მუშაკის დამატება იგეგმება]. მათ გადამზადებაზე ზრუნვას ჯანდაცვის სამინისტრო აპირებს. სიახლეა ისიც, რომ ახალი წლიდან სოციალური მუშაკების თანამდებობრივი სარგო გაიზარდა“, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების მიზნით“.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.