ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე: ცინიკურია გამომძიებლის პასუხი

 

„ტელეარხი 25”- ის  ჟურნალისტს  ჯაბა ანანიძეს წერილი პოლიციის ბათუმის სამმართველოს მეორე განყოფილებიდან გაუგზავნეს. რვა თვის  წინ საგამოძიები სტუდია “რეკის” რეპორტიორმა ჯაბა ანანიძემ პოლიციას განცხადებით იმიტომ მიმართა, რომ მისი თქმით, მას პროფესიულ საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიდნენ და ღირსების შემლახავ ინფორმაციებს სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ.

 

ჯაბა ამბობს, რომ მოქმედ ხელისუფლებას, წინამორბედის მსგავსად, იმ ფაქტების გამოძიება არ სურს, რაც ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ხელშეშლას ეხება.

 

ჯაბა ანანიძე სოციალურ ქსელში ღირსების შემლახავი მასალის განთავსებას უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მედეა ვასაძის დაპირისპირების გაგრძელებად მიიჩნევს.

 

 

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Exit mobile version