სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, მაზნიაშვილისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაში, შუახნის მამაკაცი სიმაღლიდან ჩამოვარდა. „მამაკაცს მხრის მარჯვენა ნაწილში და თავზე აქვს დაზიანებები მიღებული, სასაწრაფო დახმარების ბრიგადამ ის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. გადაყვანის დროს მამაკაცი კონტაქტური იყო“.

შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. სასწრაფოს ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებელი სახლებია.

 

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version