სტამბოლში ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა “EMITT-2015” გაიხსნა, რომელზეც საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიც მონაწილეობს.
ახალი სარეკლამო – საინფორმაციო მასალების გაცნობასთან ერთად, აჭარის სტენდში მისულ სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნება და რეგიონის ფოლკლორული სიმღერების მოსმენა შეეძლებათ.
“EMITT-2015” 18 წელია იმართება და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენად ითვლება რეგიონში.
მასში 70-მდე ქვეყანა მონაწილეობს, გამოფენას კი 130 000-მდე ტურიზმის სფეროს პროფესიონალი თუ მოგზაურობით დაინტერესებული ვიზიტორი სტუმრობს.
გამოფენის ოფიციალურ გახსნას გუშინ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ესწრებოდა.
„ემითი“-ს ტურიზმის გამოფენა „ტუიაპი“-ის საგამოფენო ცენტრში 25 იანვრამდე გაგრძელდება.