Batumelebi | სამი ვაკანსია აჭარის ფინანსთა სამინისტროში სამი ვაკანსია აჭარის ფინანსთა სამინისტროში – Batumelebi
RU | GE  

სამი ვაკანსია აჭარის ფინანსთა სამინისტროში

 

“რეგიონში ინვესტიციის მოზიდვის ხელშეწყობის” პროგრამისა და ქვეპროგრამის “ეკონომიკური ობსერვატორიის სამუშაო ჯგუფის შექმნა” განხორციელების მიზნით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 3 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსს აცხადებს – ამის შესახებ ინფორმაცია  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

 

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ეკონომიკური ექსპერტის ორი შტატგარეშე თანამშრომელსა და ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელის (ერთი შტატგარეშე) ვაკანსიაზე აცხადებს კონკურსს.

 

 ეკონომიკური ობსერვატორიის მთავარი მიზანი ეკონომიკური კვლევებისა და ანალიზის წარმოება, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების საფუძველზე, რეგიონის მთავრობისთვის ეფექტური ექსპერტულ-ანალიტიკური დახმარების გაწევაა.

 

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
„ბათუმელები"