21 იანვარს ბათუმში BMW-ს მარკის ავტომანქანა დაწვეს. შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლით მიმდინარეობს [ნივთის დაზიანება ან განადგურება].
ამ კვირაში, 19 იანვარს, ბათუმში ბათუმელი ბიზნესმენის, ირაკლი ფარცვანიას „ტოიტას“ ჯიპი დაიწვა. შემთხვევა დემეტრე თავდადებულისა და რუსთაველის ქუჩების კუთხეში მოხდა. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.