მემთეურები [ფოტოამბავი]

ავტორი, ფოტო: მანანა ქველიაშვილი  როცა კალენდარზე ივნისი დგება, მზე მაღლა-მაღლა ადის და მწველი ხდება, აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრებნი ბარგს კრავენ და საზაფხულო იალაღებზე მიდიან. იალაღები სოფლებიდან მოშორებით, თურქეთ-საქართველოს საზღვრისპირა მთებშია გაბნეული. იმ დროს, როცა მთისკენ საქონელს ათეულობით კილომეტრზე მამაკაცები ფეხით მირეკავენ, ქალები და ბავშვები ზამთარში ჩაკეტილი ქოხების დალაგება-დასუფთავებას იწყებენ, თვეობით დაუნთებელ ღუმელებს წმენდენ და შეშას აგროვებენ. … ვრცლად მემთეურები [ფოტოამბავი]