ნეტგაზეთი • RU

დღეს ბათუმის საიას ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ

 

დღეს, 23 დეკემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. ასევე ახალ თავმჯდომარე ეყოლებათ საიას აჭარის და ქუთაისის ორგანიზაციებს.

 

აჭარაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ორი წლის მანძილზე გია ქარცივაძე ხელმძღვანელობდა. საიას ყოფილი თავმჯდომარე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს რომ ამ ეტაპზე საიაში რჩება სამუშაოდ. 

 

„ორი წელი ვიყავი საიას აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე. ამ ხნის მანძილზე იყო რამდენიმე საქმე, სადაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი საიას. ზოგადად არ ყოფილა რეგიონში ისეთი თემა, რაზეც ჩვენ არ გვქონდა შემხებლობა სამართლებრივი კუთხით. ვცდილობდით ის სტრატეგია და ის ხედვები რაც საის აქვს, გაგვეტარებინა,“ – ამბობს გია ქარცივაძე.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის ახალი თავმჯდომარის, ასევე აჭარისა და ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარეების ვინაობა დღეს საღამოს გაირკვევა. 

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"