საარჩევნო საინფორმაციო სტენდების შეძენას ბათუმის მერია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გეგმავს, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 39 676 ლარი დაიხარჯება. მერია 28 ახალ სტენდს შეიძენს.

იმისთვის, რომ სტენდი ქარმა არ წააქციოს, კონსტრუქციის ძირში ბეტონის ფილები დამაგრდება.

სტენდები მერიას ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ კვირაში უნდა ჩააბაროს. ტენდერი 2017 წლის პირველ სექტემბერს დასრულდება.

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საარჩევნო საინფორმაციო სტენდები ბათუმში 7 ადგილზე განთავსდება:

IMG_20170825_141640

ახალი ცტენდი / ფოტომონტაჟი
ახალი სტენდი / ფოტომონტაჟი სატენდერო დოკუმენტაციიდან
ძველი სტენდები / თედო ჯორბენაძის ფოტო
ძველი სტენდები ევროპის მოედანზე / თედო ჯორბენაძის ფოტო

 

 

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version