ჩაის მუზეუმის განუხორციელებელი იდეა

 

დაბა ჩაქვში, რკინიგზის სადგურის მახლობლად, ზღვის პირას, ორსართულიანი სახლი დგას. სახლს არც კარი აქვს, არც ფანჯრები და არც მეორე სართულზე ასასვლელი კიბე. გარედან თანამედროვე სამშენებლო მასალებითაა მოპირკეთებული, თუმცა სიძველის კვალი მაინც ეტყობა. ამ სახლში, ნინოშვილის #12-ში, ჩინელი მეწარმე, ლაო ჯონ ჯაო მე-20 საუკუნის 10-20-იან წლებში ცხოვრობდა. აქ მუზეუმის გახსნის იდეა წლების წინ განიხილებოდა, თუმცა სახლი უკაცრიელი და გაძარცვულია: მხოლოდ საქონლის კვალსა და კედელზე ბავშვების მიერ გაკეთებულ წარწერებს თუ ნახავთ.