ნეტგაზეთი • RU

ქედაში ნაპოვნი შველი ბათუმში ჩამოიყვანეს [ფოტო]

 

ქედის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე აჭარისწყალზე შველი იპოვეს, რომელსაც ფეხი ჰქონდა დაზიანებული. პოლიციამ შველი ბათუმში გადმოიყვანა. თავდაპირველად შველი პოლიციის მთავარი სამმართველოს ეზოში ჰყავდათ, საიდანაც ბათუმის ზოოპარკში გადაიყვანეს. 

როგორც შსს-ს პრესსამსახურის თანამშრომელმა “ბათუმელებს” უთხრა, შველს  შესაბამისი გამოკვლევა ჩაუტარდება. მას შემდეგ რაც  სპეციალისტები საჭირო სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ, გაირკვევა შველის მომავალი ადგილსამყოფელი.

ფეხნატკენი შველი ქედიდან ბათუმში ჩამოიყვანეს ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

 

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მანანა ქველიაშვილი