სიახლეები

ტოლერანტობის ქომაგის ტიტული ქობულეთის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორმა მიიღო

19.11.2014
ტოლერანტობის ქომაგის ტიტული ქობულეთის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორმა მიიღო

 

ნარგიზ ჯინჭარაძე ამბობს, რომ ტოლერანტობის ქომაგის ტიტული მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოა. იგი თბილისში გამართულ შეხვედრას თავადაც დაესწრო: „შეხვედრას ესწრებოდნენ ელჩები, რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები. ძირითადად ორგანიზაციებს აჯილდოვებენ ამ ტიტულით და ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო, რომ მოხდა ჩემი, როგორც პიროვნების დაჯილდოვება ტოლერანტობის ქომაგის ტიტულით“ – ამბობს ნარგიზ ჯინჭარაძე.

 

მისი აზრით, ამ ტიტულის მიღების საფუძველი გახდა ის ღონისძიებები, რაც წლების განმავლობაში ტარდებოდა მის სკოლაში:

 

„ჩვენს სკოლაში ეთნიკური უმცირესობის, ბოშების წარმომადგენლები სწავლობენ. სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის დახმარებით მოვიყვანეთ ისინი სკოლაში. ბექა მინდიაშვილმა, ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა ის ფაქტიც, რომ სხვადასხვა აღმსარებლობისა და ეთნოსის წარმომადგენელ ბავშვებს ჩვენთან ხვდებათ კომფორტული გარემო. ეს ერთი დღის საქმე არ არის, ხუთი-ექვსი წელია ჩვენ ამ საკითხებზე ვმუშაობთ“ – ამბობს ნარგიზ ჯინჭარაძე.

 

სკოლის დირექტორი ფიქრობს, რომ მისი დაჯილდოვება პირველ რიგში სკოლის მოსწავლეების დამსახურებაა: „ბავშვები ჩვენგან განსხვავებით ძალიან ტოლერანტულები არიან, ბავშვებთან ერთად პედაგოგების  დამსახურებაა ეს ტიტული, რადგან მათ კარგად ესმით, რომ ყველაზე დიდი ჰუმანურობაა  განსხვავებულის მიღება და მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა. ჩვენი მუშაობა მოხალისეობრივია, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვაწარმოებთ ამ სამუშაოებს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ შრომის დაფასება, მით უფრო, როცა ჯილდოვდები სახალხო დამცველისგან.

 

სკოლა პერიფერიაში მდებარეობს, ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი ოჯახია ჩვენს გარშემო, ბევრჯერ  მიმიღია შემოთავაზება უფრო მაღალანაზღაურებად სამსახურში, უფრო პრესტიჟულ სკოლაშიც მთავაზობდნენ გადასვლას, მაგრამ  ვფიქრობ, რომ ამ სკოლაში ჩემი შესაძლებლობები არ ამომიწურავს, ჯერ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, რომ მივაღწიოთ ჩვენი მოსწავლეების სამოქალაქო ინტეგრაციას“  – ამბობს ნარგიზ ჯინჭარაძე. 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.