მისაწოდებელი ავტომობილი უნდა იყოს ახალი, 2013-2014 წლებში გამოშვებული, ექსპლუატაციში
არ მყოფი, განბაჟებული, ფერი შეთანხმებით. 

 

მინიმუმ 4 უსაფრთხოების ბალიში და კონდიციონერი უნდა ჰქონდეს. მოთხოვნების ჩამონათვალშია უსაფრთხოების ბალიშები,  120 ცხენის ძალა და მოცურების საწინააღმდეგო სისტემა. 

 

აჭარის უმაღლესი საბჭო სატენდერო კომისიის წევრის,  პლატონ მანჯგალაძის განმარტებით, 46 375 ლარი ავტომანქანის ყიდვას და ერთი წლის განმავლობაში საწვავსა და სარემონტო სამუშაოებს მოხმარდება.  

 

როგორც მან “ბათუმელებს” განუმარტა, ავტომანქანის ღირებულება ოცი ათასი დოლარი, ანუ 35 ათასი ლარის ფარგლებშია. სატენდერო კომისიის წევრის განმარტებით, ეს იქნება უმაღლესი საბჭოს მორიგე მანქანა და მას კონკრეტულად რომელიმე დეპუტატი ან აპარატის თანამშრომელი არ გამოიყენებს.

 

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Exit mobile version