სიახლეები

გარდაცვლილი ქალის მშობლები ძალადობაზე საუბრობენ

01.11.2014
გარდაცვლილი ქალის მშობლები ძალადობაზე საუბრობენ

 სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი კოდექსში ზუსტად ასეა განმარტებული: “თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით, – ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.”

გოგონას მშობლები და ძმა გუშინ ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობდნენ, რომ გარდაცვლილს ოჯახური პრობლემები ჰქონდა, მათი მტკიცებით, მისი შვილი ძალადობის მსხვერპლი იყო და ამის შესახებ პოლიციასაც აცნობეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში  “ბათუმელებს” უთხრეს, რომ   გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა პოლიციას 2008 წელს მიმართეს. სამინისტროში განმარტავენ, რომ გოგონა მაშინ  დაკითხეს და ის ძალადობაზე არ საუბრობდა. დაკითხვის ოქმებში საუბარია  ოჯახურ კონფლიქტზე. 

შს სამინისტროს ცნობით,  ოჯახები მაშინ მორიგდნენ და მას შემდეგ პოლიციისთვის აღარ მიუმართავთ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გუშინ 23 წლის ქალი საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. მას სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.