სტუდენტური მოძრაობა “ალტერნატივას” წევრის დიანა ბაუჟაძის თქმით, მათ განათლების ხარისხის დაბალი დონე გააპროტესტეს:

 

 

„განათლების ხარისხის დაბალი დონე მთელს ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ჩვენს უნივერსიტეტში საკმაოდ მტკივნეული საკითხია ყველა სტუდენტისთვის. სწორედ ამიტომ გამოვედით პირველ დღეს სიმბოლურად, როცა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა გამოდის და ზღაპრებს გვიყვება იმის შესახებ, რომ ჩვენი უნივერსიტეტის განათლების ხარისხი ევროპულ სტანდარტებთან ახლოსაა – ეს არის სიცრუე. ჩვენს უნივერსიტეტში არის პრობლემები და ამ ზღაპრების მოყოლას ჯობია ქმედითი ნაბიჯები გადადგას“-აცხადებს ის.

 

სტუდენდების აზრით, უნივერსიტეტში უნდა შეიქმნას თავისუფალი აკადემიური სივრცე: „ ძალიან ბევრი ლექტორი არის არაკვალიფიციური, არ ითარგმნება წინები (სამეცნიერო ლიტერატურა) ქართულ ენაზე… ეს ყველაფერი ერთიანობაში ძალიან დიდ კომპლექსურ პრობლემას წარმოშობს და საჭიროა ცვლილებები განათლების სისტემაში”.  

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Exit mobile version