სიახლეები

არჩილ ხაბაძე: ფრაქცია ქართული ოცნება მურმან დუმბაძის მოსაზრებებს ემორჩილება

13.09.2014
არჩილ ხაბაძე: ფრაქცია ქართული ოცნება მურმან დუმბაძის მოსაზრებებს ემორჩილება


„ჩვენ არ დავთანხმდებით მათ წინადადებას, რადგანაც მათი მოთხოვნა სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარეობს. ფრაქცია ქართული ოცნება მურმან დუმბაძის მოსაზრებებს ემორჩილება. არსებული ურთიერთობები უმაღლეს საბჭოსა და რეგიონის მთავრობას შორის არის მურმან დუმბაძის კლანის ახირება და პირადი ინტერესი. ამ ახირებაზე მათთვის სასარგებლო გადაწყეტილებას ვერ მივიღებთ. მთავრობას განვკარგავ მე და მე გადავწყვეტ ვინ გააგრძელებს მუშაობას. თუ რომელიმე აღმოჩნდება სუსტი რგოლი – გავათავისუფლებთ და მის ადგილას სხვა დაინიშნება. ამ ეტაპზე მინისტრებიც შეცვლა არ იგეგმება.


პოლიტსაბჭოს წევრებმა განაცხადეს, რომ ეს იყო თვითნებური თამაში და ხვალ ყველაფერი გადაწყდება. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს კურსს. ნაცმოძრაობის წევრები მართავენ ამ სიტუაციას ქვეყნის შიგნით და გარეთ, ამას ადასტრებს მურმან დუმბაძისა და მისი გუნდის წევრების ქმედებები და საეჭვო გააქტიურება, რაც ემთხვევა ქვეყნის გარედან ყოფილი ნაცმოძრაობის წევრების გადაადგილებებსა და განცხადებებს.“  – აღნიშნულია არჩილ ხაბაძის განცხადებაში. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.