ბათუმში, ცხრა მარტის ქუჩაზე, მდებარე სინაგოგა ინგრევა.
შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სახელმწიფოს ბალანსზეა და მას არავინ უვლის.კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში განმარტეს, რომ ძეგლის მოვლა-პატრონობა მესაკუთრის მოვალეობაა.რეესტრის მონაცემების მიხედვით, სინაგოგა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზეა.
ფოტო: ცაგო კახაბერიძეშენობა XIX-XX სს-ის მიჯნაზეა აშენებული და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2015 წელს მიენიჭა.შენობა 2015 წელს მას შემდეგ ჩამოინგრა, რაც გვერდით „გუმბათი ჯგუფმა“ თურქული კომპანიის „ინშაათის“ დაკვეთით მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობა წამოიწყო.