საავტომობილო გზაზე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ზიმო 7“ ახორციელებს.

 

სატენდერო პირობების მიხედვით მეოთხე კატეგორიის მაგისტრალზე 8 კმ. და 200 მეტრი გზის გაფართოება-მოასფალტება და სათავე მილების გამოცვლა 1 აგვისტომდე უნდა დასრულდეს.

 

საქმისმწარმოებელი ბადრი მახარაძე ამბობს, რომ ფირმამ ამ დროისათვის გზის 3-კილომეტრიანი მონაკვეთი გამართა, ადგილზე კი 10 ერთეული ტექნიკა მუშაობს.

 

„რთულ მონაკვეთებზე გზას ვაფართოებთ, ვცვლით სათავე და საწრეტ არხებს.  რაც შეეხება მოასფალტებას, გზას ჯერ ორმოულად ვასუფთავებთ და შემდეგ ვაგებთ ასფალტს. სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს და ივლისის ბოლომდე დავასრულებთ“ – აცხადებს ბადრი მახარაძე.

 

 

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Exit mobile version