კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია აჭარაში არსებული საჯარო და კერძო სკოლების დაწყებითი საფეხურის მეხუთე და მეექვსე კლასის 7 მოსწავლისგან დაკომპლექტებულ თითო გუნდს.
კონკურსი შედგება ორი ტურისაგან. მონაწილეობის მსურველმა სკოლამ 2014 წლის 10 მარტის ჩათვლით შესაბამის რესურსცენტრს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია კონკურსში მონაწილე მოსწავლეების შესახებ.