აჭარაში ელექტროენერგიის მიწოდება ხვალიდან სრულად აღდგება

 

 

“მინდა გაცნობოთ რომ მთელს აჭარას ამ დროისთვის უწყვეტად მიეწოდება ელექტროენრგია, მხოლოდ შუახევსა და ხულოს რაიონშია დარჩენილი 410 აბონენტი. ხვალ დღის ბოლოსათვის 410-ვე აბონენტს ჩაერთვება ელექტროენერგია”. – განაცხადა არჩილ ხაბაძემ. 

 

 

როგორც ირაკლი ვახტანგაძემ აღნიშნა მაღალმთიან აჭარაში მიუვალი ადგილების გამო გაჭიანურდა ბოძებისა და სადენების შეკეთება აღდგენა.

 

 

“ექსპლუატაციის ვადა სადენებს და ბოძებს აქვს 50 წელი, თუმცა აქ საქმე გვაქვს სტიქიასთან. კომპანიამ განახორციელა ქსელის რეაბილიტაცია და დაზიანებული ბოძების და სადენების ნაწილი  შეიცვალა ახლით” – განაცხადა “ენერგო პრო ჯორჯიას” რეგიოული ფილიალის დირექტორმა.

 

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Exit mobile version