რუსეთში, კრასნოდარის მხარეში მდებარე კურორტის, გელენჯიკის ყველა პლაჟი დაიკეტა დრონების თავდასხმების საფრთხის გამო. აიკრძალა ზღვაში ბანაობა.
პლაჟები 10 აგვისტოდან დროებით დაიკეტა – ამის შესახებ ქალაქის მერმა, ალექსეი ბოგოდისტოვმა განაცხადა.
მან პლაჟების დახურვის მიზეზად უკრაინული დრონებით თავდასხმის საფრთხე და საჰაერო თავდაცვის ოპერაციები დაასახელა. მერმა პლაჟების დახურვის ხანგრძლივობა არ დააკონკრეტა.
გარდა ამისა, დრონების თავდასხმის რისკის გამო გელენჯიკში აკრძალვაა დაწესებული ნებისმიერ წყლის ტრანსპორტზე.
3 აგვისტოს, გელენჯიკში, არქიპო-ოსიპოვკას სანაპიროზე უკრაინული დრონი ჩამოვარდა, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. დაღუპულებს შორის იყვნენ ბავშებიც.
უკრაინული დრონი პლაჟზე, სავარაუდოდ, რუსეთის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.
ცნობილია, რომ გელენჯიკთან ახლოს მდებარეობს რეზიდენცია, რომელიც პუტინის სასახლედ მიიჩნევა.
___________
ფოტოზე: აფეთქება გელენჯიკში, 3 აგვისტო/telegram