აჭარის ხელოვნების მუზეუმის ახალი ხელმძღვანელი ლელა ცხოიძე იქნება. ახალი მმართველი დღეს, 30 ივლისს წარუდგინეს მუზეუმის თანამშრომლებს.

აჭარის კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლელა ცხოიძე 2025 წლიდან  მუშაობდა აჭარის კულტურის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტში.

„აქვს კულტურული პროექტების განხორციელებისა და ღონისძიებების ორგანიზების, ასევე სახელოვნებო განათლების სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში  მუშაობდა საჯარო და კერძო სექტორში“, – ნათქვამია აჭარის კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის მენეჯერად გოგა ანთიძე დანიშნეს.

გოგა ანთიძე ფოტო: აჭარის კულტურის სამინისტრო

„გოგა ანთიძე 2025 წლიდან მუშაობდა აჭარის კულტურის სამინისტროში, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილებაში, მანამდე კი,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში. აქვს გამოცდილება კულტურული ინიციატივებისა და პროექტების დაგეგმვისა და ორგანიზების, საზოგადოებასთან და მედიასთან კომუნიკაციის მიმართულებებით. იგი მონაწილეობდა  არაერთ საერთაშორისო  პროექტსა და ფესტივალში,“ – ნათქვამია აჭარის კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ რელიზში.

სამინისტროს ინფორმაციით საკადრო ცვლილებები სამინისტროს უწყებაში შემავალი ორგანიზაციების განახლებასა და ინსტიტუციურ გაძლიერებას უკავშირდება.

_____________

მთავარ ფოტოზე: ლელა ცხოიძე

Exit mobile version