მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოში სხვადასხვა სამსახურში დასაქმებულმა, დაახლოებით 110 ათასზე მეტმა ადამიანმა აიღო 600 ლარზე ნაკლები ხელფასის სახით.
შემოსავლების სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, გასული თვის დასაქმების სტატისტიკას პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფი (PMCG) აქვეყნებს.
PMCG-ის კვლევის მიხედვით, 2026 წლის ივნისში იმ ადამიანების ოდენობა, რომლებიც თვიურად ხელფასს იღებდნენ, 1 024 954 შეადგინა.
ეს მონაცემი 2026 წლის მაისთან შედარებით 1.2%-ით, ხოლო 2025 წლის ივნისთან შედარებით – 2.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
„2026 წლის ივნისში იმ ადამიანების წილი, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 10.8%-ს შეადგენდა, რაც 2026 წლის მაისთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2025 წლის ივნისთან შედარებით 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
2026 წლის ივნისში იმ ადამიანების წილი, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 37.4%-ს შეადგენდა, რაც 2026 წლის მაისთან შედარებით 1.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2025 წლის ივნისთან შედარებით 4.6 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია,“- ვკითხულობთ კვლევაში.
ამავე კვლევის თანახმად, 2026 წლის ივნისში იმ ადამიანების წილი, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 3.3%-ს შეადგენდა, რაც 2026 წლის მაისთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2025 წლის ივნისთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
2026 წლის ივნისში დასაქმების საიტ jobs.ge-ზე 7,801 ვაკანსია გამოქვეყნდა. თვიურ ჭრილში, ყველაზე დიდი ზრდა ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის კატეგორიაში დაფიქსირდა (+13.7%), ხოლო ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორია ერთადერთია, სადაც კლება იყო (-1.3%).
წლიურ ჭრილშიც, ყველაზე დიდი ზრდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში დაფიქსირდა (+4.9%), ხოლო ყველაზე დიდი კლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და პროგრამირებაში (-21.8%).