ბათუმის ავტომაგისტრალზე, ხელვაჩაური-ახალშენის გვირაბთან, საწვავმზიდს ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველების თქმით, იყო ძლიერი აფეთქების ხმა.

შემთხვევა დღეს, 29 ივლისს, საღამოს მოხდა.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შს სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, სსკ-ის 187 მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით.

„ბათუმელები“ ცდილობს სხვა დეტალების დადგენას.

Exit mobile version