ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავარია დღეს, 25 ივლისს, გამთენიისას მოხდა ვაჟა ფშაველასა და ზურაბ გორგილაძის ქუჩების კვეთაში.

ერთმანეთს ტურისტებით სავსე სამარშუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.

თვითმხილველთა თქმით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო მგზავრები სამარშუტო ტაქსიდან გადმოცვივდნენ.

Exit mobile version