ბრალდებული ლევან გამრეკელი, რომელსაც პროკურატურა 5 მილიონი ღირებულების სახელმწიფო ქონების ქურდობას ედავებოდა, 10 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლეს. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს.

ლევან გამრეკელი ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. იგი კიდევ ორ პირთან ერთად 2025 წლის 11 ნოემბერს დააკავეს. სამივე ბრალდებული ამ დრომდე პატიმრობაში იყო. სასამართლომ ბრალდებულები 10-10 ლარის გირაოს სანაცვლოდ 2026 წლის 14 ივლისს გაათავისუფლა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

2025 წლის ნოემბერში პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი – პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ლევან გამრეკელი, პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად, 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.

დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით – ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ქურდობა. ეს მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Exit mobile version