2026 წლის აპრილში ბათუმში 1 292 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. მონაცემებს საინვესტიციო მენეჯმენტის კომპანია „კოლიერსი“ აქვეყნებს.
კოლიერსის მონაცემების მიხედვით გაყიდული ბინების რაოდენობა გასული წლის აპრილთან შედარებით 12.3%-ით გაიზარდა, ხოლო უძრავი ქონების ბაზრის ზომა 27.4%-ით და 85 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება ფასებს: 2026 წლის აპრილში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი გასული წლის აპრილთან შედარებით 11.3%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1 351 აშშ დოლარი შეადგინა.
პირველად ბაზარზე მაჩვენებელი 15.2%-ით გაიზარდა, ხოლო მეორეულ ბაზარზე 9.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
„კოლიერსის“ მონაცემებით, 2026 წლის აპრილში ბათუმში უფრო მეტი ახალაშენებული ბინა გაიყიდა, ვიდრე ძველი.
„ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 2025 წლის აპრილთან შედარებით 12.3%-ით გაიზარდა, ძველი ბინების ტრანზაქციებმა კი 5.4%-ით იკლო. ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა როგორც პირველად (+13.3%), ისე მეორეულ (+11.6%) ბაზრებზე. უცხოელი მყიდველების წილი ძველი და ახალი პროექტების ტრანზაქციებში გასული წლის აპრილთან შედარებით გაიზარდა და 47% შეადგინა.
ახალ და ძველ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობის ზრდის 90% უცხოელ მყიდველებზე მოდის,“ – ნათქვამია გასული თვის ტრანზაქციების მიმოხილვაში.