სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ლაგოდეხსა და ბოლნისში არალეგალური რძის გადამმუშავებელი საწარმოები აღმოაჩინეს. ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

„ფიზიკური პირი ლ. მ. [ლაგოდეხი, სოფელი ქვემო ნაშოვარი] სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კუსტარულად აწარმოებდა ეგრეთ წოდებულ „ყველს“.

ინდმეწარმე დ.შ. [ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფელი დისველი]  ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე, ჰიგიენური ნორმების დარღვევით, ახდენდა რძის გადამუშავებას  და ეგრეთ წოდებული  „ყველის“ წარმოებას“ – ამბობს სააგენტო.

მათივე ინფორმაციით, გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, „საეჭვო წარმომავლობის სურსათი დაილუქა, მეწარმეები  დაჯარიმდნენ  და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი“.

 

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version