უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 5 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 212 520 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +990. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
- ტანკი – 11 507 ერთეული [+8]
- ჯავშანტექნიკა – 23 857 ერთეული [+2]
- საარტილერიო სისტემა – 35 785 ერთეული [+29]
- MLRS – 1 592 ერთეული [+2]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 268 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 434 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 100 564 ერთეული [+704]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 137 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 72 945 ერთეული [+169]
- სპეცტექნიკა – 4 036 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 5 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 670 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 107 569 უპილოტო საფრენი აპარატი
- 642 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 26 922 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 636 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 32 390 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 50 851 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:






