2025 წლის 31 დეკემბერს, საღამოს, ბათუმში აბონენტთა ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდა.

კომპანია “სოკარის” განმარტებით, გაზის გათიშვის მიზეზი ავარიული დაზიანება გახდა.

”სოკარის” ინფორმაციით. გაზის მიწოდება დაიწყო დღეს, დილის 9 საათიდან და ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება დღის ბოლომდე.

კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

 

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version