ბათუმის მერიის განცხადებით, 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, №1, №1ა, №3, №4, №7, №7ა, №10, №10ა, №11, №12, №13 და №16 სამარშრუტო ხაზებზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები, ღამის 02:00 საათამდე იმუშავებს.

აღნიშნულ მარშრუტებზე 22:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება.

მერიას დღეს, 31 დეკემბერს, ევროპის მოედანზე გალა კონცერტიც აქვს დაგეგმილი.

ამ თემაზე:

1.3 მილიონს გადააჭარბა ბათუმში ახალი წლის ორგანიზებისთვის საჭირო ხარჯებმა ჰონორარების გარეშე

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version