ორგანიზაცია „სისხლის უანგარო დონორები“ მუშაობას აჩერებენ. ამის შესახებ ორგანიზაციამ დღეს, 30 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია ფეისბუქზე.

ორგანიზაცია 2021 წელს დაარსდა და ამ დროის განმავლობაში უსასყიდლოდ გასცემდა სისხლს.

„ორგანიზაცია აერთიანებდა 6 000-ზე მეტ პოტენციურ დონორს, უანგაროდ სისხლგაღებულ 4000-ზე მეტ ადამიანს და რაც მთავარია, 3 500-ზე მეტ გადარჩენილ სიცოცხლეს.

ამ ყველაფრის უკან, წლების განმავლობაში, სხვადასხვა ადამიანები იდგნენ დიდი სიყვარულით და სიმტკიცით, ერთგულად – სიცოცხლის სადარაჯოზე.

თუმცა, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. გვჯერა, ეს პატარა გაჩერებაა.

როდემდე? ზუსტად არ ვიცით. იმედია ცოტა ხნით.

რატომ? – ამ კითხვის პასუხი ძალიან გრძელია. მოკლედ კი, ეს საქმე მოითხოვს სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობას და სხვანაირად ჩვენ, არა ძალგვიძს.

ჩვენი არჩევანი, ისევე როგორც ქართველი ხალხის, ევროპაა“- წერენ „სისხლის უანგარო დონორები“ ფეისბუქზე.

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version