სიახლეები

ფიზიკური შეურაცხყობა თუ ფიზიკური შეზღუდვა – ბათუმის ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს 7 ექიმი ლიცენციის გარეშე

30.05.2012 •
ფიზიკური შეურაცხყობა თუ ფიზიკური შეზღუდვა –  ბათუმის ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს 7 ექიმი ლიცენციის გარეშე

ავტორი: ნანა კვაჭაძე

ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებისათვის ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების არასათანადო გამოყენება, ადმინისტრაციული დარღვევები და ფსიქიატრიული კომისიის უფლებამოსილების გადამეტება – ბათუმის კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს 6 თანამშრომელს ექიმთა პროფესიული განვითარების საბჭომ სამედიცინო საქმიანობის ლიცენცია დროებით, ერთს კი მთლიანად შეუჩერა. ექიმთა პროფესიულმა საბჭომ მასალები შესწავლისათვის სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნა.

„ბათუმის ფსიქიატრიულ საავამდმყოფოში გამოვლინდა ძალიან ბევრი ფაქტი პაციენტის მიმართ გულგრილი დამოკიდებულების, ხშირად ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, ღირსებისათვის შეუფერებელ მოპყრობას“, – ეს განცხადება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ანდრია ურუშაძემ 23 დეკემბერს, ექიმთა პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ამ სხდომაზე ბათუმის ფსიქონევროლოგიური საავადმყოფო განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, შედეგად საავადმყოფოს თანამშრომლებს: ამირან მიქავას, მეგი ვაზაგაშვილს, ნარგიზ გვარიშვილს, ირმა დიასამიძეს, ლიანა განდელიძეს, ელგუჯა მეგრელაძესა და ლაურა ჩოთრაძეს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია ერთიდან ექვს თვემდე შეუჩერეს, სამკურნალო დარგში დირექტორის მოადგილეს, ოლეგ ნეფედევს კი ლიცენზია საერთოდ ჩამოართვეს.
მინისტრის განცხადების მიუხედავად, შემოწმების აქტში სიტყვები: „ფიზიკური შეურაცხყოფა“ ნახსენები არ არის.
„საავადმყოფოში ფიზიკური ძალადობა რომ ყოფილიყო და ეს შესწავლის დროს რეგულირების სააგენტოს აღმოეჩინა, იმწუთასვე გადასცემდა სამართალდამცავ ორგანოებს, სხვაგვარად დანაშაულის დაფარვა იქნებოდა. როგორც ჩანს, მინისტრი ძალიან გაღიზიანებული იყო ფაქტებით და ხმამაღლა გამოუვიდა ამის აღნიშვნა“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა თემურ გაბაიძემ. მისი თქმით გადაწყვეტილება საფუძვლიანია: „დარღვევები ეხებოდა საქმის წარმოებას, წარმოება ხდებოდა ბევრ შემთხვევაში არაქართულ ენაზე, ძველი დოკუმენტაციით, მთავარ ექიმს შეუჩერდა უფლებამოსილება, დანარჩენი ექიმებიც მკაცრად დაისაჯნენ“.
საავადმყოფოს შემოწმების აქტში მოყვანილ უფრო მძიმე დარღვევებზე ისაუბრა „ბათუმელებთან“ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს პროფესიული რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა პაატა ბუკიამ: „უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტი, სპეცკონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების აღრიცხვის, რეალიზაციის და ლეგალური ბრუნვის წესების დარღვევები, ფსიქიატრთა კომისიის (რომელიც წყვეტს სტაციონარში პაციენტის მოთავსების და გაწერის საკითხს) უფლებამოსილების დარღვევა და გადამეტება. იყო შემთხვევები, როცა კომისიური წესით არ დაასაბუთეს პაციენტის სტაციონარში დაწვენის და სტაციონარიდან გაწერის მიზანშეწონილობა. გარდა ამისა, არის ფაქტი, როცა შეთავაზებულ მკურნალობაზე ხელმოწერით უარია დაფიქსირებული, თუმცა შემთხვევა წარმართულია როგორც ნებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება. იყო გარკვეული შენიშვნები მედიკამენტებთან დაკავშირებითაც. ფსიქოტროპულ მედიკამენტებს თავისი წესი აქვს აღრიცხვა-განადგურების და ეს წესები იყო დარღვეული. შესწავლილი მასალებიდან გარკვეულწილად გამოიკვეთა სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებიც, ამაზე საბჭო ვერ იმსჯელებდა და მასალები შესწავლისთვის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა“.
ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარღვევა, რაზეც აქტშია საუბარი, ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებისათვის ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების არასათანადო გამოყენებაა: „როცა პაციენტის აღგზნების მაქსიმალური ხარისხი ვლინდება, ფიზიკური შეზღუდვის წესი და პროცედურები ინსტრუქციითაა განსაზღვრული. ჩვენმა კომისიამ გამოიკვლია ფაქტები, როცა ფიზიკური შეზღუდვის გადამეტება იყო, ეს არა მარტო პაციენტის, არამედ პიროვნების უფლების შეზღუდვაა. მასალაში დევს კონკრეტული პაციენტების გვარები და მათი ახლობლების საჩივრებიც, სადაც აღნიშნულია, რომ გარკვეულ შემთხვევებში სუიციდის (თვითმკვლელობის) მცდელობამდეც არიან პაციენტები მიყვანილნი“, – აღნიშნა „ბათუმელებთან„ პაატა ბუკიამ.
„ბათუმელებმა“ სცადა საავადმყოფოს ყოფილ დირექტორთან, ამირან მიქავასთან დაკავშირება, თუმცა ის ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. საავადმყოფოს ექიმები კი, რომლებსაც ლიცენცია შეუჩერეს, ექიმთა პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევენ.
ირმა დიასამიძე, ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ყოფილი ექიმი, რომელიც ყოველ მესამე დღეს მორიგეობდა ამ დაწესებულებაში, ამბობს, რომ ფიზიკური შეზღუდვის მეთოდს საავადმყოფოში არასათანადოდ არ იყენებდნენ: „ფიზიკურ შეზღუდვაში იგულისხმება პაციენტის დაფიქსირება. როცა პაციენტი მღელვარეა და ის საკუთარ თავს იზიანებს და სხვასაც აზიანებს, ამ შემთხვევაში ის ფიქსირდება საწოლზე და შესაბამისი ჩანაწერი კეთდება ამის შესახებ. ფიქსირების შემდეგ ყოველ 10-15 წუთში მოწმდებოდა პაციენტის მდგომარეობა, პირადად მე, წესის დარღვევა ასეთ დროს არასოდეს მქონია და სიმართლე გითხრათ, ვერც გავიხსენებ, ბოლოს როდის დამჭირდა პაციენტის ფიქსირება. ეს ხდება ძალიან მწვავე აღგზნების შემთხვევაში, რომელიც მედიკამენტოზურ კუპირებას არ ექვემდებარება. შეიძლება პაციენტი უბრალოდ დააფიქსირო?! ჯერ ერთი, მწვავე პაციენტი რომ მოჰყავთ, ხალხი მოჰყვება მას, ყველა შენს მოძრაობას რამდენიმე ადამიანი ადევნებს თვალყურს“.
ექიმები, რომლებსაც ლიცენზია შეუჩერდათ, ყველაზე მეტად საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებამ ააღელვა, რითაც მან ისინი ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა.
„თუ ასეთი რამ მოხდა, მაშინ, ალბათ, დასაპატიმრებელი ვართ. ისეთი ზეწოლაა ექიმებზე, ექიმი რომ ვარ უკვე მრცხვენია ამის თქმა. ზოგი იმსახურებს ალბათ ამას, მაგრამ არ შეიძლება ყველაზე ერთნაირად ილაპარაკო“, – ამბობს მეგი დევნოზაშვილი, რომელიც 27 წელია ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მუშაობს. იგი საბჭოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, მაგრამ აღნიშნავს, რომ კანონმორჩილი მოქალაქეა და გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს.
იგი ამბობს, რომ სავადმყოფოში ძირითადად ადმინისტრაციული ხასიათის დარღვევები იყო: „ახალი კანონის მიხედვით არ იწერებოდა ისტორიები, სპეცდანიშნულების წამლები ყოველ დღე დღიურში უნდა ყოფილიყო აღნიშნული. ეს ინსტრუქცია ჩვენ არ გვქონდა. ადმინისტრაციის მოვალეობა იყო, ჩვენ რა ინსტრუქციასაც მოგვაწვდიდნენ, ის უნდა გაგვეკეთებინა. ამ ხნის მანძილზე არანაირი საჩივარი არ გვქონია პაციენტების, მათი ახლობლების მხრიდან, არ გვქონია გარდაცვალების შემთხვევები“.
„იმდენად ლიცენზიის შეჩერება არ განვიცადე, რამდენადაც ის, რომ თქვეს, ფიზიკურ ძალადობას იყენებდნენ პაციენტებზეო. 40 წელია საავადმყოფოში ვმუშაობ, მძიმეა ამის მოსმენა“, – ამბობს ნარგიზ გვარიშვილი.
გადაწყვეტილების გასაჩივრებას არც ირმა დიასამიძე აპირებს. იმ დროისათვის, როცა ლიცენზია შეუჩერეს, იგი საავადმყოფოში ოჯახური მდგომარეობის გამო აღარ მუშაობდა: „მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, ამხელა ბრალდება სახალხოდ… იმდენად დიდია ჩემი და ჩემი კოლეგების პროტესტი, რომ სიტყვები არ მყოფნის. ჯერ ისედაც როგორ უჭირს ადამიანს ფსიქიატრთან მისვლა და მინისტრის ასეთი განცხადების შემდეგ რა დასკვნებს გააკეთებს ხალხი. სტიგმის პრობლემა მსოფლიოში დგას, უამრავი თანხა იხარჯება იმისთვის, რომ სტიგმა დაიძლიოს, აქ პირიქით ხდება, არსებული სურათი კიდევ უფრო დაამძიმა მინისტრმა თავისი განცხადებით“.
ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს დირექტორი ამჟამად ეკა ზოიძეა: „საქმე არ ეხება მხოლოდ ექიმებს, ეს არის დაწესებულების პრესტიჟიც, როგორია როცა საავადმყოფოზე ასეთ რამეს ამბობენ და უნდა მოვიდეს პაციენტი და დარჩეს. ეს ექიმები ჩემთანაც მუშაობდნენ და მე მათ პატივს ვცემ“.
ექიმებისთვის სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის აღდგენის შესახებ ექიმთა პროფესიული განვითარების საბჭო, რომლის თავმჯდომარეც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრია, რამდენიმე თვის შემდეგ იმსჯელებს.
ბოლო მონაცემებით ფსიქო-ნევროლოგიურ საავადმყოფოში 142 პაციენტი მკურნალობს სტაციონარში. საავადმყოფო ორ რეგიონს, აჭარასა და გურიას ემსახურება.

გადაბეჭდვის წესი